This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი.

კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისია 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთა დაჯილდოვებაც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.

კონკურსის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF).

საკონკურსო მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

ლევან მჭედელაძე : [email protected]

მობ: 555960507

და

ქეთევან ჯაფარიძე : [email protected]

მობ: 599287777

 

COMPETITIONS

All competitions