მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის-2019" იწყება
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ქართულ უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2019“
კონკურსის მიზანი: მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.
მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩატარების წესები:
- მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
- შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
- ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
- ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი “იმედი ხვალის” ამოცანები. ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის ვებმისამართებია http://concurs.mziuri.ge და http://imedi.mziuri.ge
- ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური –2 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.
რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 1 ივნისის 15 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ.
სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.
რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14, მესამე სართული.
ტელეფონები: 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56.