This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ფოტოკონკურსი „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

პროექტის „აბრეშუმის გზა - დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარება“, ფარგლებში, UNESCO აცხადებს ღია ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“. ნამუშევრები უნდა ეხებოდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობას, ტრადიციულ სპორტს

და თამაშებს, მუსიკას და ცეკვას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე. ნამუშევრების

მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

www.unescosilkroadphotocontest.org

www.en.unesco.org/news/participate-youth-eyes-silk-roads-photo-contest-2019

COMPETITIONS

All competitions