კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
1) საბჭოს დასახელება:
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო;
2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
2.1) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობა - 16
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
- დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
ბ) დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
- საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;
გ) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- არანაკლებ მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
2.2) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების რაოდენობა - 16
- სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი - 5;
- პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმები, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში - 5;
- დაინტერესებული მხარეების, იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს - 5;
- მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი- 1.
შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოწვეული წევრის წარდგენისას შესაბამის განცხადებაში ფრჩხილებში მიეთითება სიტყვა „მოწვეული“.
3) საბჭოს წევრის ფუნქციები:
საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ “;
4) განცხადების წარდგენის ვადა და წესი:
ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N1);
- კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).
ბ) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაია (CV);
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) განცხადების შემოტანის ვადა - 2019 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით;
5) დამატებითი ინფორმაცია:
- აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე (გარდა მოწვეული წევრებისა), ავტორიზაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი;
- წარდგენილი კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად განცხადების ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე.
- აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
შენიშვნა:
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.