კონკურსი სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად (პროფესიული განათლების კვოტით)
1) საბჭოს დასახელება:
სააპელაციო საბჭო
2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობაა - 3. სააპელაციო საბჭოს კანდიდატი შესაძლოა იყოს:
სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატები პროფესიული განათლების კვოტით შეიძლება იყვნენ დამსაქმებლის/მათი გაერთიანების, დარგობრივი გაერთიანების, სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების ექსპერტები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ბ) დამსაქმებლის/მათი გაერთიანების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ამასთან საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისათვის საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულის სტატუსის ქონა.
გ) დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
- შესაბამის დარგობრივ გაერთიანებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულის სტატუსის ქონა.
დ) პროფესიული განათლების ექსპერტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
ე) სამოქალაქო სექტორის (არასამთავრობო) ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- განათლების სფეროში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების მიმართულებით სწავლების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
-
საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა ან/და ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
- ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი არ უნდა იყოს დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე დასაქმებული პირი ან დაწესებულების დამფუძნებელი.
3) საბჭოს წევრის ფუნქციები:
საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“.
4) განცხადების წარდგენის ვადა და წესი:
ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ (განცხადების ფორმა - დანართი N1) ან ფიზიკურმა პირმა (განცხადების ფორმა - დანართი N2):
ბ) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაია (CV);
- სამოტივაციო წერილი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) განცხადების შემოტანის ვადა - 2019 წლის 24 დეკემრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით;
5) დამატებითი ინფორმაცია:
- საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, აკრედიტაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი;
- სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით;
შენიშვნა:
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
მის: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.
განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: [email protected]