იუნესკოს პრიზი „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სწავლის უწყვეტობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით"

იუნესკოს აცხადებს მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას პრიზს, განათლებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენების მიმართულებით.

2020 წლის კონკურსის თემას წარმოადგენს - ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სწავლის უწყვეტობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.

კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული და თითოეული მათგანი მიიღებს 25,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს.

განაცხადების წარდგენა ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე უნდა მოხდეს არაუგვიანეს ა.წ. 18 დეკემბრისა (შუაღამე, პარიზის დროით).

მონაწილეობის კრიტერიუმებისა და სხვა პროცესების შესახებ ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტაციაში ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შესაბამის ვებ-გვერდს.

 

COMPETITIONS

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

All competitions