კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“

კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ თბილისში ტარდება და მისი ორგანიზატორია დედაქალაქის საკრებულო. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთათვის კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკის შეფასებას, პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში მოზარდებისა  და, ზოგადად, საზოგადოების როლის გააზრებას.

კონკურსში მონაწილეობას თბილისის სკოლები მიიღებენ. ნამუშევრების წარდგენის საშუალება აქვთ როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებს. მათ საკონკურსო ნამუშევრები მოკლე სამოყვარულო ვიდეორგოლების (1.5 წთ. – 3 წთ. ხანგრძლივობის) სახით უნდა წარადგინონ.

კონკურსი მონაწილეებს თავის თავში ახალი ნიჭის აღმოჩენის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს; მოზარდებში ავლენს მოტივაციას, საკუთარი ძალისხმევა თავიანთი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობისკენ მიმართონ.

წარმოდგენილი სამოყვარულო ვიდეო რგოლების შინაარსში უნდა წარმოჩინდეს მოსწავლეთა თვალით დანახული შემდეგი საკითხები:

  • საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილი;
  • მოზარდების თვითგანვითარება;
  • თვითრეალიზაცია;
  • პასუხისმგებლიანი, გლობალური მოქალაქე;
  • სოლიდარობა, სოციალური ქცევა, ტექნოლოგიები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სკოლამ შეავსოს ელექტრონული განაცხადი და საკონკურსო ნაწარმოები წარმოადგინოს ელექტრონული სახით ელ-ფოსტაზე [email protected].

კონკურსის მონაწილე შეიძლება გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სკოლის გუნდი, არაუმეტეს 4-5 მონაწილისა. საკონკურსო განაცხადის სახით სკოლას შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ვიდეორგოლი. კონკურსში მიიღება და განიხილება კოვიდ-19 პანდემიასთან თემატურად დაკავშირებული ვიდეორგოლი, რომელსაც შექმნიან მონაწილე გუნდები კონკურსში მონაწილეობისთვის.

კონკურსში გამარჯვებულ 3 გუნდს (I, II და III ადგილები) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • პოზიტიური ხედვა;
  • შემოქმედებითი მიდგომა;
  • სცენარი და შინაარსი;
  • ფასეულობითი სარგებელი.

კონკურსის შედეგების შეფასებისთვის ხუთკაციანი ჟიური წარმოდგენილ ნამუშევრებს ინდივიდუალურად გაეცნობა, შეარჩევს, შეაფასებს და გამარჯვებულს 10 დღის განმავლობაში გამოავლენს.

აგრეთვე, კონკურსში გამოვლინდება მე-4 გამარჯვებული ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. „ხალხის რჩეული“ გახდება ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 21-30 ივნისის პერიოდში, კონკურსის სოციალური ქსელის (ფეისბუკი) გვერდზე ყველაზე მეტ მოწონებას მიიღებს.

გამარჯვებულ ოთხ გუნდს (I, II, III ადგილებზე გასული გუნდები და ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებული გუნდი) გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების მიერ.

კონკურსის ჩატარების ეტაპები და ვადები:

I ეტაპი – განცხადების შევსებისა და საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა – 2021 წლის 2 ივნისიდან 2021 წლის 20 ივნისის 24 საათის ჩათვლით;

II ეტაპი – ჟიურის მიერ ნამუშევრების გაცნობა, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით I, II და III ადგილებზე გასულ გამარჯვებულთა გამოვლენა; აგრეთვე ნომინაციაში „ხალხის რჩეული“ გამარჯვებულის გამოვლენა – 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით;

III ეტაპი – გამარჯვებულების დაჯილდოება.

 

COMPETITIONS

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

All competitions