სასკოლო კონკურსის – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებული სკოლები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით, სკოლებში ჩატარდა სასკოლო კვირეული, სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. სასკოლო კვირეულის მიზანი იყო აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება.

სკოლებმა წარმოადგინეს პროექტები აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების მიმართულებებით.

საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კომისიის მიერ გამოვლინდა გამარჯვებული სკოლები: I, II, III საპრიზო ადგილები, და 10 ჟიურის ნომინაცია, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებითა (ტექნიკისა და წიგნის მაღაზიების სასაჩუქრე ბარათები) და დიპლომებით.

იხ. I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული ნამუშევრები:

I ადგილზე გასული პროექტი - სსიპ აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა

II ადგილზე გასული პროექტი - სსიპ ქალაქ თბილისის N149 საჯარო სკოლა

III ადგილზე გასული პროექტი - კერძო სკოლას - შპს"ლომისი-1"

COMPETITIONS

სარაგოსას ლოჯისტიკის ცენტრის სტიპენდია

მოწვევა ინტერესის გამოსახატად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინტერდისციპლინური და ინოვაციური სწავლების ხელშეწყობისთვის საკონსულტაციო მომსახურება

მოწვევა ფასთა კოტირებების წარმოსადგენად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების (საჯარო სკოლებისთვის საკანცელარიო საქონლის) შესყიდვა.

All competitions