პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დამხმარე პედაგოგების შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლის პროცესს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- უმაღლესი განათლება (აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) შესაბამისი მიმართულებით (ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) ან ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (ასეთ შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონკურსანტებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით)
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი აკადემიური წელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთის/კახეთის რეგიონი
პროგრამის იმ მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროექტს, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯების დაფარვით, სრული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების, საგნის მასწავლებლის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ვებგვერდზე: www.hr.gov.ge.
ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
კონკურსი ითვალისწინებს შერჩევის სამ ეტაპს:
- I ეტაპი – შემოსული განაცხადების განხილვა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
- II ეტაპი – ტესტირება შესაბამის საგანში
- III ეტაპი – გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მისამართი: თბილისი, 0167, გმირ კურსანტთა ქ. №1
ტელ.: (995 32) 220 02 20 (4962, 4903)
ელ-ფოსტა: [email protected], [email protected], [email protected],
ვებ-გვერდი: http://www.tpdc.ge
საკონტაქტო პირები: თამარ კეკელიძე, ნინო ირემაშვილი, ია გელაშვილი
განცხადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 2014 წლის 06 ივლისი.