This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (Flex)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს FLEX პროგრამის დაფინანსებას საქართველოში, რომელიც 50 ქართველი მოსწავლის ამერიკაში სასწავლებლად გამგზავრებას გულისხმობს. ამრიგად, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები FLEX პროგრამის 23-ე შესარჩევ წელიწადს გახსნილად აცხადებს.

FLEX პროგრამა, როგორც გასულ წლებში წელსაც განაგრძობს საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეების შერჩევას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 1998 წლის 1 იანვრიდან 2000 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც  ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის-1997 წლის 15 მარტიდან 2000 წლის 16 ივლისამდე.
წელს, გასული წლების მსგავსად კონკურსი ჩატარდება 9 უმთავრეს ქალაქში. ტესტირების განრიგი იხილეთ დანართი #1-ში.
პროგრამის 50-დე ფინალისტს შეარჩევს ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია. შერჩევისას გათვალისწინებულია მათი პირადი მონაცემები, ინგლისურის ცოდნა, რეკომენდაციები და მონაწილის უნარები, კონკურსის საბოლოო პასუხები ცნობილი იქნება 2015 წლის აპრილში.   

COMPETITIONS

All competitions