საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

სტამბოლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილე ნაჯი გუნდოღანი.

შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წლის ოქტომბერში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) შორის გაფორმებული მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის პრიორიტეტები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით პირველი ერთობლივი ფორუმის ორგანიზების საკითხს და აღინიშნა, რომ საქართველო ფორუმს 2027 წელს, თბილისში უმასპინძლებს.

ყურადღება დაეთმო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს (TÜBİTAK) შორის ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. ამასთანავე, თურქეთის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიური მიმართულებებისა და ქართული კვლევების განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი და საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტის რექტორები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის – „Going Global 2026“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – „Going Global 2026 – Future-ready tertiary education“.
All news