News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ამ ენის სწავლების გაძლიერებასა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
პირველი სამაგისტრო პროგრამა პროფესიული განათლების სპეციალისტების მომზადებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ სტუდენტებს ონლაინ ფორმატში შეხვდა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით.
ეკატერინე გომართელი – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
განათლებით ისტორიკოსმა ეკატერინე გომართელმა დღის ცენტრში სპეციალურ პედაგოგად მუშაობა 2009 წელს დაიწყო.
მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დააჯილდოვა.
ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი.
აგრობიზნესის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით საერთაშორისო ანგარიში მომზადდა
აგროსექტორის მიმართულებით კოვიდპანდემიისგან შექმნილი გამოწვევების გასაანალიზებლად ევროპის განათლების ფონდმა (ETF) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმატებული გამოცდილების მაგალითზე კვლევითი პროექტის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და პროფესიული უნარების სააგენტოს შორის თანამშრომლობა გრძელდება
განათლებისა და ეკონომიკის საკითხებზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებული გამოიცემა
თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებული გამოიცემა, რომელიც მეცნიერის საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე მომზადდება.
სამშენებლო და ტურიზმის მიმართულების პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ
სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით კოლეჯ „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ დუალური პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებისა და მათი დამსაქმებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დისტანციურად მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პანდემიის პერიოდში გაწეულ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.
მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ხელნაწერების გამოფენა გახსნა
გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პოეტის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოიფინა – პოეტის პირადი წერილები, გამოუქვეყნებელი ლექსები: „ძველი კოშკი“, „მელოდია“, „წამების ჯვარი“ „წერილი დედას“, გიორგი ქუჩიშვილის უცნობი წერილი გალაკტიონისადმი, პოემა „ფერფლი“, რომლის მხოლოდ სახეცვლილი ვარიანტის ნაწილია გამოქვეყნებული, პოეტის ესკიზები და სხვა.
მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან სასკოლო კვების საკითხი განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა.
ზოგადი განათლების მიმართულებით კორეასთან თანამშრომლობა გაფართოვდება
ზოგადი განათლების საფეხურზე საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ კორეის ელჩთან საქართველოში ჩანგ დაესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს უმასპინძლა და მასთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
იზა გვირჯიშვილი – ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს იზა გვირჯიშვილი თითქმის 10 წელია ქართულ ენას ასწავლის. არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროექტში იმ პერიოდიდან მონაწილეობს, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვან სკოლებში გასაგზავნად ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო. 2016 წელს უფროსი მასწავლებელი გახდა, იმავე წელს მას წლის მასწავლებლის ტიტული მიენიჭა, ხოლო 2018 წლიდან წამყვანის სტატუსი. როგორც ტრენერ-კონსულტანტი, იზა გვირჯიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის პროცესშიც იყო ჩართული.
მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.
საზღვარგარეთ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.
მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსი გამოცხადდა
მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“.
პროფესიული განათლების სტრატეგიის (2021-2025) საჯარო განხილვები დაიწყო
საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარესთან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.No news found.