This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც უნგრეთის მხარე სტავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად, შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:

10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 
10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 
5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 
10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 
10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. 
უნგრეთის მხარე ასევე  შესთავაზებს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ  სფეროში.

საბაკალავრო
საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება ინგლისურ ან უნგრულ ენაზე. უნგრული ენის კურსებს სტუდენტები გაივლიან პირველი სასწავლო წლის მანძილზე.

დოქტორანტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე. მათ მოეთხოვებათ საკუთარი სადოქტორო პროექტის წარმოდგენა და საერთაშორისო სერთიფიკატი ინგლისურ ენაში (TOEFL ან IELTS).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 აპრილი.

დამათებითი ინფორმაციისათვის გაგზავნეთ შეკიტხვები ელ-ფოსტაზე: [email protected]

იხ. დანართი

სააპლიკაციო ფორმა 

STUDY ABROAD

All programmes