This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები 2016-2017 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო (2 სტიპენდია) და დოქტურანტურის (1 სტიპენდია) პროგრამებზე სასწავლებლად.

პრიორიტეტული მიმართულებებია:

- სწავლება, განათლება და პედაგოგიური მეცნიერებები

- სოციალური და ბიჰევიორული მეცნიერებები

- ეკონომიკა და მენეჯმენტი

- ეკოლოგია და გარემოსდაცვა

- არქიტექტურა და მშენებლობა

- სამშენებლო ინჟინერია, ტექნოლოგიები, პროდუქცია და კომუნიკაციები

- სოფლის მეურნეობა

- მეტყევეობა

- წყლის მენეჯმენტი

ონლიან რეჟიმში განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე www.vladnestipendia.sk. კითხვების შემთხვევაში აპლიკანტებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე [email protected] , +421 907 551 404, ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 29 მარტი, ხოლო ელექტრონული განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 მაისი.

სტიპენდიის მოპოვების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა სლოვაკური ენის შესწავლა. სლოვაკური ენის უფასო კურსები გათვალისწინებულია სტიპენდიებზე შერჩეული აპლიკანტებისათვის. დამატებითი ინფორმაცია სლოვაკეთში ქართველი სტუდენტების სწავლის სხვა შესაძლებლობებზე იხილეთ www.studyin.sk, www.portalsv.sk

 

STUDY ABROAD

All programmes