This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ტალინის უნივერსიტეტის კონკურსი სტიპენდიის მისაღებად

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადდა კონკურსი სტიპენდიის მისაღებად სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვასა და ბელარუსიდან.

დაფინანსება ფარავს როგორც 2 წლიანი სასწავლო კურსის საფასურს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას სტუდენტებისთვის. დაფინანსება შეეხება ტალინის უნივერსიტეტის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

  • ღია საზოგადოების ტექნოლოგიები - 4 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.
  • დოკუმენტური ფილმი - 1 სტიპენდია სტუდენტისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან ან ბელარუსიდან.
  • უკრაინული მედია და ინოვაცია - 2 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
  • საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა - 5 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.
  • ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში - 6 სტიპენდია სტუდენტებისთვის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო. 

ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტალინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2020 .

STUDY ABROAD

All programmes