This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის

ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია.

12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია - ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის. სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამშენებლო, ეკონომიკა/ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა/სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე: www.msmt.cz/eu-and-international-affairs

STUDY ABROAD

All programmes