This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

”ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლების პროგრამა”

 

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2013-2014 სასწავლო წლისთვის. 

ჩეხურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამისთვის გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მშენებლობა, ტექნიკური მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ინფორმატიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).

 ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები  გამოყოფილია ინფორმატიკის და სოფლის მეურნეობის სპეციალობებზე. აპლიკანტებმა   საბუთებს უნდა დაურთონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საბუთები უნდა აიტვირთოს 2012  წლის  7 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე:

http://registr.dzs.cz/registr.nsf

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია:  http://www.msmt.cz/international-cooperational/government-scholarship-developing-countries

STUDY ABROAD

All programmes