This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 სასწავლო წლისთვის

ჩეხეთის მთავრობამ გამოაცხადა სასტიპენდიო პროგრამები 2023-2024 სასწავლო წლისათვის. გამოცხადებული 25 სასტიპენდიო პროგრამიდან სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 13 სხვადასხვა პროგრამა არის ინგლისურენოვანი, ხოლო 12 პროგრამა წარიმართება ჩეხურ ენაზე. სტიპენდიის ფარგლებში, გარდა სამგზავრო ხარჯებისა, ყველა სხვა ხარჯს ფარავს ჩეხური მხარე.

სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მ.წ. 20 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, შემდეგ ბმულზე: http://register.dzs.cz

დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ვებგვერდზე: https://www.msmt.cz/eu-and-international-affaires/government-scholarships-developing-countries-2

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

STUDY ABROAD

All programmes