This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სლოვაკეთის სამთავრობო სტიპენდიის პროგრამები 2023-2024 სასწავლო წლისთვის

სლოვაკეთის სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები 2023-2024 სასწავლო წლისათვის.

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება 2023 წლის 24 მარტიდან შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.vladnestipendia.sk/en/;

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მაისი.

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.

ასევე, სასტიპენდიო პროგრამებზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე დაკავშირება: [email protected] ან +421 907 551 404.

გამარჯვებული კანდიდატები უფასოდ გაივლიან სლოვაკური ენის კურსებს დროის შემდეგ პერიოდში: 2 სექტემბერი, 2023წ - 30 ივნისი, 2024წ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

STUDY ABROAD

All programmes