This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები

მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი “The Matsumae International Foundation" სტიპენდიის მოსაპოვებლად იაპონიაში იწვევს უცხოელ მკლევრებს, მათ, ვისაც უკვე გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან იაპონურ ენას და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას. 

იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან - მ.წ 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time). დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://www.mif-japan.org/en/fellowship/announcement/

ზემოაღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გაეცანით დანართი 1 და დანართი 2.

STUDY ABROAD

All programmes