This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სასტიპენდიო პროგრამა „Study in Iraq

ერაყის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო, პროგრამის — „Study in Iraq" ფარგლებში, გამოყოფს 10 სასწავლო სტიპენდიას საქართველოს მოქალაქე იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება ერაყის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

სტიპენდიები გაიცემა იმ კანდიდატებზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს და განაცხადს წარადგენენ შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე.


სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე განაცხადების მიღების ვადაა:  2026 წლის 30 სექტემბრამდე.


საკონკურსო მოთხოვნებისა და განაცხადის წარდგენის თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://studyiniraq.scrd-gate.gov.iq

STUDY ABROAD

All programmes