იონსეის კორეული ენის ინსტიტუტში კორეული ენის კურსების შესახებ
იონსეის კორეული ენის ინსტიტუტში კორეული ენის კურსებში მონაწილეობისთვის მინიმალური მოთხოვნაა საშუალო სკოლის დიპლომი ( high school diploma).
კორეული ენის პროგრამაზე განაცხადის შესატანად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა :
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა ( რეკომენდირებულია ონლაინ აპლიკაციის შევსება)
- აპლიკაციის საფასური - არა ანაზღაურებადი - 60, 000 სამხრეთ კორეული ვონი ( 55 დოლარი )
- სტუდენტის ნიშნების ფურცელის ასლი ან დიპლომი დამთავრებული სკოლისაგან/უნივერსიტეტისაგან
- სტუდენტის პასპორტის ფოტო ასლი
- ორიგინალი ნოტარიზებული სპონსორობა და ბანკის ფინანსური ამონაწერი ( 3000 დოლარზე მეტი) მათთვის ვისაც სურს ვიზის ( D – 4) მიღება
2013 წლის აკადემიური წლისათვის ერთი სემესტრის საფასური არის 1, 680 000 კორეული ვონი ( დაახლ 1545 დოლარი) .
დაფინანსების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა დაფინანსების წყაროდან.
კურსის შესახებ და ასევე დაფინანსების წყაროების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კორეული ენის ინსტიტუტის ვებგვერდზე http://www.yskli.com/index.asp