This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამაზე შვედეთში

”შვედურმა ინსტიტუტმა” შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ე.წ.  ”ბალტიის ზღვის” რეგიონის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby Program). პროგრამა მოიცავს 2010-2013 წლის სასწავლო წლებს სამაგისტრო დონეზე. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ”შვედური ინსტიტუტი” აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და შვედეთში მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადების შეტანა შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში ხდება 1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე ვებ გვერდის www.universityadmissions.se მეშვეობით, სადაც მოცემულია შვედური ინსტიტუტებისა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაცხადის გაკეთება ”ვისბის პროგრამის” სტიპენდიის მოსაპოვებლად. დეტალური ინფორმაცია შვედეთში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე www.studyinsweden.se.

გარდა სამაგისტრო პროგრამისა ”შვედური ინსტიტუტი” სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამებზე, იხილეთ შემდეგი ლინკი:

დანართი

 


STUDY ABROAD

All programmes