იაპონიის მიერ სტიპენდიის გამოყოფა სადოქტორო ხარისხის მფლობელებისთვის
სამიზნე აუდიტორია: სადოქტორო ხარისხის მფლობელები.
- იაპონიის საგანმანათლებლო ფონდი MIF (Matsumae International Foundation) აცხადებს შესარჩევ კონკურს სადოქტორო ხარისხის მფლობელთათვის. ფონდი დააფინანსებს იმ პირებს, რომელთაც სურთ იაპონიის სხვადასხვა ინსტიტუტებში აწარმოვონ კვლევითი საქმიანობა.
- სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთებამდე კვლევითი პროექტი უკვე უნდა იყოს დამტკიცებული მიმღები ინსტიტუტის მიერ.
- პრიორიტეტი მიენიჭებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინჟინერიის და მედიცინის სფეროში მოღვაწე კანდიდატებს.
- სასტიპენდიო თანხად განსაზღვრულია 200 000 იაპონური იენი - დაახლოვებით 2000 აშშ დოლარი.
- მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 31 აგვისტო.
აღნიშნული სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.mars.dti.ne.jp/~mif/