მისია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მისიაა, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, თანამედროვე, ინოვაციური და ხარისხიანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება არჩევანის თავისუფლების, თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებს.

სამინისტრო, თავისი საქმიანობით, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო ერთიანობის განმტკიცებას, ისე კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემას და თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს და განავითაროს პიროვნული და პროფესიული წინსვლის, სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.