This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ვებ-კონკურსი ”ჩვენ ვიცნობთ ევროპას”

კონკურსი ტარდება ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილეებმა დახურული ტიპის 70 კითხვას უნდა გასცენ პასუხი. მოსწავლე, რომელიც ყველაზე სწრაფად მიაღწევს ყველაზე მაღალ შედეგს, გამოცხადდება გამარჯვებულად და დაჯილდოვდება.

კონკურსი დაიწყება 4 მაისს 9:00 საათზე და დასრულდება 21:00 საათზე. თითოეულ მოსწავლეს შეეძლება მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირება და მონაწილეობა.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კონკურსანტი იწყებს ტესტის შევსებას.  შედეგის შემოწმება (დროის რა მონაკვეთში რა რაოდენობის კითხვას გაეცა სწორი პასუხი) ტესტირების დასრულებისთანავე იქნება შესაძლებელი.

დაწყება

COMPETITIONS

All competitions