ვებ-კონკურსი ”ჩვენ ვიცნობთ ევროპას”
კონკურსი ტარდება ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს
სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსში მონაწილეებმა დახურული ტიპის 70 კითხვას უნდა გასცენ პასუხი. მოსწავლე, რომელიც ყველაზე სწრაფად მიაღწევს ყველაზე მაღალ შედეგს, გამოცხადდება გამარჯვებულად და დაჯილდოვდება.
კონკურსი დაიწყება 4 მაისს 9:00 საათზე და დასრულდება 21:00 საათზე. თითოეულ მოსწავლეს შეეძლება მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირება და მონაწილეობა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კონკურსანტი იწყებს ტესტის შევსებას. შედეგის შემოწმება (დროის რა მონაკვეთში რა რაოდენობის კითხვას გაეცა სწორი პასუხი) ტესტირების დასრულებისთანავე იქნება შესაძლებელი.