This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ქართველმა სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით გერმანიაში ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ერთობლივი ძალისხმევით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტებმა გერმანიაში ხუთთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გერმანული სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ინტერნაციონალიზაცია პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მეტი გაცვლითი პროგრამა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სექტორის განვითარებას აუცილებლად დააჩქარებს. გისურვებთ წარმატებას და მჯერა, რომ ეს გამოცდილება მომავალში ხელშესახებ შედეგს მოგიტანთ. ვიმედოვნებ, რომ მეტი ახალგაზრდა მოგბაძავთ და გამოიყენებს განვითარების შესაძლებლობას. ეს პროგრამა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალი, უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის საწინდარია სოფლის მეურნეობის გაცვლითი პროგრამების სფეროში,“ – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

საერთაშორისო პრაქტიკა ეფუძნება „სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას“ და მომავალ ფერმერებს სოფლის მეურნეობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სთავაზობს. პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ სტუდენტებმა საქართველოში გაიარეს გერმანული ენის კურსი, რომლის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ გერმანიაში და მუშაობდნენ გერმანულ საოჯახო მეურნეობებში. პრაქტიკული კომპონენტის პარალელურად, სტუდენტებისთვის გაიმართა სასწავლო ტური და ონლაინ სემინარები სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

საერთაშორისო პრაქტიკა გაეროს პროექტის „პროფესიული განათლების ინტენაციონალიზაცია“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში ჩართულ სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებს, კომპანიებს, კოოპერატივებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და გაძლიერება. საერთაშორისო პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებეთან თანამშრომლობით, AgrarKontakte International-ისა (AKI) და IDLG-ის (საერთაშორისო და დისტანციური განათლება საქართველოში) ორგანიზებით განხორციელდა.

 

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
All news