ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არქიტექტურის სკოლის საუკუნოვანი ისტორიის წარმოჩენას, ინსტიტუციური მეხსიერების აღდგენასა და ქართული მოდერნიზმისა და ურბანული კულტურის განვითარებაში სკოლის მიერ შეტანილი წვლილის ხაზგასმას.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური საარქივო მასალები, მათ შორის, ხელნაწერი ნახაზები და არქიტექტორთა პირადი არქივებიდან მოძიებული მასალები, რომლებიც თბილისის არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბების ისტორიას ასახავდა. მულტიმედიური ექსპოზიცია ასევე მოიცავდა საარქივო მასალების საფუძველზე შექმნილ ქრონიკების ვიდეოინსტალაციებს.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ისტორიულ მნიშვნელობასა და ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში მის როლს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და სხვა მოწვეული სტუმრები


