ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება მიზნად ისახავდა არქიტექტურის სკოლის საუკუნოვანი ისტორიის წარმოჩენას, ინსტიტუციური მეხსიერების აღდგენასა და ქართული მოდერნიზმისა და ურბანული კულტურის განვითარებაში სკოლის მიერ შეტანილი წვლილის ხაზგასმას.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური საარქივო მასალები, მათ შორის, ხელნაწერი ნახაზები და არქიტექტორთა პირადი არქივებიდან მოძიებული მასალები, რომლებიც თბილისის არქიტექტურული იერსახის ჩამოყალიბების ისტორიას ასახავდა. მულტიმედიური ექსპოზიცია ასევე მოიცავდა საარქივო მასალების საფუძველზე შექმნილ ქრონიკების ვიდეოინსტალაციებს.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ისტორიულ მნიშვნელობასა და ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში მის როლს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და სხვა მოწვეული სტუმრები

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.ნაძალადევის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ყველა სიახლე