ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ბაია კვიციანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მონაწილეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ახალგაზრდული დიპლომატიის გაძლიერებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებმა სოციალური მედიისთვის თემატური ტექსტები და ვიდეომიმართვები შექმნეს, რომლებიც როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდა.

ღობისძიებაზე გამარჯვებულ სტუდენტებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ექვსთვიანი პროექტი დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. იგი შიდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ახალგაზრდული დიპლომატიის როლსა და ნდობის აღდგენის კუთხით დემოგრაფიული პოლიტიკის გამოყენებას ეძღვნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები ვლადიმერ ბოჟაძე, ზურაბ ქადაგიძე და ქეთევან ხუროძე, პროექტის ავტორი და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.ნაძალადევის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ყველა სიახლე