ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე გივი მიქანაძემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მონაწილეებმა იმსჯელეს 2026 წლის საშემოდგომო მიღების შედეგებზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელფასო პოლიტიკაზე.

საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერას და კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას.

სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კოლეჯების დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.

გივი მიქანაძის

გადაწყვეტილებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები რეგულარულად გაიმართება. შეხვედრებზე ეტაპობრივად განიხილავენ ინიციატივებს, რომლებიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტებისთვის შესაძლებლობების გაფართოებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

სხდომის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ, კოლეჯების დირექტორებთან და სტუდენტებთან ერთად, რთველში მიიღო მონაწილეობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.ნაძალადევის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ყველა სიახლე