This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პიესების კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“ გამარჯვებული გამოვლინდა

გამოვლინდა გამარჯვებული პიესების კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“, რომელიც პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად  ჩაატარა.

გამარჯვებული გახდა ლიკა გლურჯიძე პიესით „სანამ ისტორია დაიწერება“, რომელიც ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

საკონკურსო 13 პიესა  ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით შეაფასა: რევაზ კლდიაშვილი დრამატურგი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიორგი მარგველაშვილი რეჟისორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დავით გაბუნია დრამატურგი, მწერალი.

კონკურსის ფარგლებში სამ საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა:

  1. ლიკა გლურჯიძის პიესა „სანამ ისტორია დაიწერება“
  2. გუგა მგელაძის პიესა „გამოცდა“
  3. ელენე შალუტაშვილის პიესა „ცხოვრება ზღაპარია“

პიესების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 20-35 წლის ახალგაზრდებს.  ხოლო მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, დრამატურგიასა და თეატრში საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა და სპექტაკლების შექმნა; ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობი დრამატურგების  გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.

საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებდა. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

 

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
All news