This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნა. სამიტის გახსნაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მიიღო.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით „ეთნოფესტი 2020“ წელს ონლაინ სივრცეში ტარდება. 100-ზე მეტი დიზაინერისა და ოსტატის ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და, სურვილის შემთხვევაში, მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე: https://www.facebook.com/TbilisiEthnoFest, http://www.tbilisiehnofest.ge/

„ეთნოფესტი“ ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის განვითარების და სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი  პლატფორმაა სამხრეთ კავკასიაში. მისი მიზანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართველი დიზაინერების, ოსტატებისა და  მწარმოებლების წარმოჩენა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია; დარგის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება მასში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებით; ვებგვერდის ვიზიტორისთვის, მრავალფეროვანი, ორიგინალური და ხარისხიანი პროდუქციის წარდგენა; ტრადიციული რეწვისა და ხელოსნობის საწარმოების ბიზნესის უნარების გაძლიერება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების საშუალებით და თბილისის რეგიონის რეწვისა და ხელოსნობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამიტის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ: პროექტის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი, სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი, ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვოჩი, ევროპა ნოსტრას ვიცე-პრეზიდენტი პიტ ჯასპაერტი და პროექტის მხარდამჭერები და მონაწილეები. ღონისძიებას დათუნა ალადაშვილი უძღვებოდა. 

„ეთნოფესტი - 2020 ელექტრონულ სივრცეში“ ორგანიზატორია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, ქ.თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
All news