This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ახალგაზრდა თაობა „ლაზიერის გამბიტის“ დიდების კვალდაკვალ – „ვაშინგტონ პოსტი“ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ქალებს სტატიას უძღვნის

„ქართველი ქალები, როგორც ჭადრაკის ლეგენდები საბჭოთა ეპოქაში – ახალგაზრდა თაობა „ლაზიერის გამბიტის“ დიდების კვალდაკვალ“ - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ქალებზე, საქართველოში ჭადრაკის ისტორიის განვითარებაზე, ქალთა ფენომენალურ მიღწევებსა და ახალი თაობის წარმატებებზე.

სტატია იწყება 17 წლის კატო ფიფიას ისტორიით. მან 2020 წლის ოქტომბერში მოსწავლეთა შორის სასკოლო ონლაინ-მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ქალთა ჭადრაკს ახალი წარმატება მოუტანა.

„ათწლეულების განმავლობაში პატარა საქართველო საერთაშორისო საჭადრაკო  სცენაზე  თამასას მუდმივად მაღლა სწევდა. ქართველ ქალ მოჭადრაკეებს დიდებისკენ მიმავალი გზა ნონა გაფრინდაშვილმა გაუკვალა, რომლის აღმაფრენას „ცივი ომის“ პერიოდში უმაღლესი საჭადრაკო მწვერვალებისკენ ერთგვარი პარალელები აქვს პოპულარული სერიალის - „დედოფლის გამბიტის“ გამოგონილ პერსონაჟთან ბეთ ჰარმონთან“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭადრაკის დედოფალს, ნონა გაფრინდაშვილს ეძღვნება.

სტატიის მიხედვით, ნონა 1978 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. დედოფალი 79 წლის ასაკშიც ინარჩუნებს პოზიციებს და კვლავ დიდი წარმატებით მონაწილეობს ვეტერან მოჭადრაკეთა ტურნირებში. ის ახლაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია სენიორთა შორის.

სტატიის მოსამზადებლად „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი ინა ლაზარევა სპეციალურად ეწვია თბილისს და პირადად შეხვდა ქართველ ლეგენდას. ჟურნალისტთან ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს ახალგაზრდობის პერიოდს, იმ წლებს, როდესაც დიდოსტატის ტიტულმა და სხვა არაერთმა ისტორიულმა გამარჯვებამ  მას უდიდესი აღიარება მოუპოვა.  

სტატიაში გამოყენებულია ციტატები ქართულ ჭადრაკზე მომზადებული ფილმიდან „დიდება დედოფალს“, სადაც იუგოსლავიელი ჭადრაკის ვარსკვლავი და ჟურნალისტი მილუნკა ლაზარევიჩი ქართველ ლეგენდას ასე იხსენიებს: „ნონა პირველი ქალი იყო, რომელმაც ქალთა ჭადრაკი კაცების დონეზე აიყვანა, ეს ჰგავდა მარსზე ან იუპიტერზე დაშვებას, რაც მის არსებობამდე წარმოუდგენელი იყო!“

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებამ საბჭოთა ეპოქაში დიდი სტიმული მისცა ქალ მოჭადრაკეებს. ამის მაგალითად ჟურნალისტს ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის წარმატება მოჰყავს. ალექსანდრიამ სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ქალთა ჩემპიონატი, ვიდრე 20 წლის გახდებოდა.

რაც შეეხება მაია ჩიბურდანიძეს, 1978 წელს ბიჭვინთაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 17 წლის სპორტსმენმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, 37 წლის ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნონასა და მაიას პირველი და უკანასკნელი მატჩი, სადაც ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულისთვის დაუპირისპირდნენ. მაია ჩიბურდანიძე ამ ტიტულს 13 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.

სტატიაში მოხსენიებულნი არიან სხვა ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეები, მათ შორის, ნანა იოსელიანი. აღწერილია მათი გამარჯვებები, მიღწევები, საინტერესო ისტორიები და მათი მოღვაწეობის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეები, როდესაც  ჭადრაკი „ცივი ომის“ ეპოქაში გეოპოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა და ქართველ ქალებს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშისას დიდი სირთულეების გადალახვა უწევდათ.

ახალი თაობის წარმომადგენლებიდან  „ვაშინგტონ პოსტი“ ყურადღებას ამახვილებს ისეთი წარმატებული მოჭადრაკეების კარიერაზე, როგორებიც არიან: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ნინო ხომერიკი. სტატიის ავტორი იმ დეტალსაც გამოარჩევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, გოგონები ჭადრაკით ბავშვობიდან ინტერესდებოდნენ და ხშირად სანთლის შუქზეც კი თამაშობდნენ.

სტატია ნონა გაფრინდაშვილის ციტატით სრულდება, სადაც ყველა დროის მსოფლიო ლეგენდა თავის ცხოვრებაში ჭადრაკის როლზე საუბრობს: „ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა... თამაშის დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება“...

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეთა ათეული თითოეულ საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
All news