This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები შეირჩნენ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წელს პირველად განახორციელა სერტიფიცირების პროცესი და ორასზე მეტი მონაწილიდან ორმოცი სპეციალისტი შეარჩია.

ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეთათვის შეფასების რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვასა და ტრენინგების ციკლს მოიცავდა.

კონცეფციის თანახმად, ავტორიზაციის ექსპერტობის მსურველმა პირმა ჯერ სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსი უნდა მოიპოვოს, რაც შესაბამისი უნარების განვითარებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების უზრუნველყოფის მექანიზმს წარმოადგენს.

სერტიფიცირების პროცესი ცენტრის მიერ ეტაპობრივად განხორციელდება. სერტიფიცირებულ სპეციალისტებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემათ, რომელთა   მოქმედების ვადა 5 წელია. 

ხარისხის სპეციალისტთა  პირველ ნაკადთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული სამუშაოსთვის და შერჩეულ კანდიდატებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news