This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩი: „ვაქცინაცია აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამისათვის კი მნიშვნელოვანი მექანიზმია ვაქცინაცია, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ზოგადად, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.

„უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის  ყველა წარმომადგენელს, როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ მასწავლებლებსა და  ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვთხოვთ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხო უნივერსიტეტების პოლიტიკაზე, რაც  აუდიტორიის სივრცეში ჩვენი დაბრუნების პროცესს დააჩქარებს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ვირუსის გავრცელების პრევენციასა და  ვაქცინაციასთან დაკავშირებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გახსნილი სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში განათლების სფეროს წარმომადგენელთა აცრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news