This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სოფელ ხაბუმეში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის  N3 ახალი საჯარო სკოლა საუკუნოვანი და ისტორიული მნიშვნელობის ძველი სკოლის ბაზაზე აშენდა - 1916 წელს, ზუგდიდის მაზრაში ის პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო.

თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა სრულად ადაპტირებულია და სრულად აღჭურვილია ახალი ინვენტარით. სკოლაში განთავსებულია 8 საკლასო ოთახი, 1 კლას-ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი და სამასწავლებლო.  სკოლას ექნება ასევე თანამედროვე სტანდარტის ღია სტადიონი.

სოფელ ხაბუმეს ახალი სკოლა როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ ეტაპზე სკოლაში 45 მოსწავლე სწავლობს.

სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა და მისი ღირებულება 1 214 000 ლარს შეადგენს.

მცირეკონტინგენტიანი სკოლებისადმი სახელმწიფოს მხრიდან  განსაკუთრებული ყურადღება უმნიშვნელოვანესია, რადგან სკოლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია.

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news