This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან კახეთის რეგიონში ჩატარდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად შეხვედრა  ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პედაგოგებთან გაიმართა. მასში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ლიეტუვის, ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩები მონაწილეობდნენ.

ცნობილი ექიმები მასწავლებლებს COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. გაიმართა საინტერესო დისკუსია და ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეების კონკრეტულ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც ჩაეტარებინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news