This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის ახალი სასწავლო წლიდან სიახლეები ინერგება

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებსა და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება.

მიმდინარე თვიდან გაიზარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობისათვის საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობა. დაფინანსება გაიზრდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობის პროპორციულად, ყოველი 5 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების მხარდაჭერისათვის სკოლები ნაცვლად 500 ლარისა თვეში 700 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსების ოდენობა საჯარო სკოლებისათვის განისაზღვრა მინიმუმ 700 ლარით და მაქსიმუმ 7 700 ლარით თვეში. აღნიშნული დაფინანსების გამოყენება სკოლებს შეუძლიათ რესურსოთახის აღჭურვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე, ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტი)  შრომის ანაზღაურებისთვის. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით, მომზადდა დასწრებითი და დისტანციური სწავლების დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. რეკომენდაციები განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექციის, ადმინისტრაციის, მასწავლებლების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისა და სკოლების სხვა წარმომადგენლებისთვის, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები მქონე მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.

მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლებისთვის მომზადდა „ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გზამკვლევი“, რომლის მიზანია, მასწავლებლებს გააცნოს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად დაგეგმვის შესაძლებლობები მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. შემუშავდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სარეკომენდაციო ფორმა. გარდა ამისა, სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდასაჭერად, მომზადდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის ვიდეოინსტრუქციები.

დისტანციური სწავლების პირობებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის, ვებინარები მშობლების მხარდასაჭერად, პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამების თუ სასერტიფიკატო კურსების განხორციელება სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტებისთვის. გარდა ამისა, შემუშავდა ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა, რომელიც შეთავაზებული იქნება სკოლებისთვის როგორც დისტანციური ფორმატით, ასევე ჰიბრიდული და პირისპირ სწავლების  დროს.

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news