This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით, ახალი პროექტის „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში“ პრეზენტაცია გამართა. ამ ტიპის თანამშრომლობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახელმწიფო ორგანიზაციას შორის უპრეცედენტოა.

პროექტის პრეზენტაციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებს. მისი თქმით, სკოლამ პანდემიის პერიოდში დანერგილი დისტანციური მოდელი შესაძლებლობად აქცია და თავისი პროგრამები კიდევ უფრო განავითარა. ასევე, დროსა და საჭიროებებთან მორგებული ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. 

ახალი პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის მხარდაჭერა ადამიანური რესურსების განვითარების გზით. ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული  ეროვნული უმცირესობის 40-მდე წარმომადგენელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას, განივითარებს უნარებს და შეძლებს, მიღებული ცოდნა  თავისსავე თანამშრომლებს გაუზიაროს.  

ახალი პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ენაზე შემუშავდება თემატური ტერმინოლოგიის შემსწავლელი ზოგადი სატრენინგო მოდული და ეროვნული უმცირესობებისთვის ადაპტირებული სატრენინგო მასალა თემებზე: საჯარო მმართველობა, ღია მმართველობა, დეზინფორმაცია, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და ნატო-ს ასპექტები.

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან 8 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ახალქალაქი, გარდაბანი, ლაგოდეხი, ნინოწმინდა, მარნეული, ახალციხე, წალკა და ბოლნისი. პროექტის ხანგრძლივობა 8 თვე იქნება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID Georgia დემოკრატიისა და მმართველობისა ოფისის მმართველობის პროგრამების მენეჯერი, ლინა პანტელეევა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news