This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“  პრეზენტაცია გამართა.

პროგრამის მონაწილე 20 ტრენერი წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შედეგად თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან შეირჩა. ისინი 6 თვის განმავლობაში გადამზადდებიან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში. კურსის დასრულების შემდეგ კი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას შეძლებენ და ხელს შეუწყობენ მათ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. სწავლება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სკოლის სასწავლო ცენტრებში წარიმართება.

პროგრამის პრეზენტაციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა, მან ქართული ენის ელჩებს საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადების/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის ტრენერები, პროგრამის მონაწილეები და სკოლის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news