This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩმა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.

დირექტორთა საბჭოზე, რომელსაც პროფესორი სპირიდონ ფლოგაიტი ხელმძღვანელობს, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის დეტალები განიხილეს, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში EPLO-ს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დაფუძნებისა და სამომავლო საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და EPLO-ს შორის თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში გადადის. თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიის საქართველოს რეგიონული ფილიალში დაიწყება ინტენსიური მუშაობა ევროპის საჯარო სამართლისა და მმართველობის საკითხებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავების მიმართულებით.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მოხდება EPLO-ს ბაზაზე მოქმედი ამავე სახელწოდების მქონე საერთაშორისო საუნივერსიტეტო სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს ევროკავშირის მასშტაბით ევროპისმცოდნეობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადებას.

დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან დაწყებული თანამშრომლობა სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზანთან, 2024 წლისთვის მოამზადოს ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის. ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული ამ მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით წარმართვისთვის აუცილებელია, ევროკავშირის სამართალსა და მმართველობის სფეროში მაღალ-კვალიფიცირებული საჯარო მოხელეების არსებობა. მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში EPLO-ს რეგიონული ფილიალი თავისი აკადემიური საქმიანობით სრულ შესაბამისობაში იქნება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში.

საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს სხდომას საქართველოდან ესწრებოდნენ: ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, ასევე, კავკასიის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობა, რომლის მიზანია ევროკავშირის სამართალსა და მმართველობის საკითხებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების განხორციელება და ამ მიმართულებით საჯარო მოხელეების პროფესიული გადამზადება.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news