This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გაიხსნა, რომელიც დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. ვარშავის უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელთან დაკავშირებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო ფორუმი ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ წმინდანის გარდაცვალების დღეს იმართება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და აღნიშნა, რომ კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბი მნიშვნელოვანია მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისთ. მისი თქმით, განსაკუთრებით საამაყოა, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს –დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეძღვნება და კიდევ ერთხელ იძლევა მისი მნიშვნელობის გადააზრების შესაძლებლობას.  

კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ასევე, მსოფლიოს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან.

კონფერენცია თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის, რომის საპიენცას უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ევროპული აკადემიისა და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ორგანიზებით ტარდება.

კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია,  მკვლევრები, მეცნიერები და დაინტერესებული საზოგადოება.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news