This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს

ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას უხელმძღვანელებს. 

„ეს არის პირველი ქართველოლოგიური პროგრამა ამერიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრ სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს აქ, ჰარვარდის კამპუსში. გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ ამერიკელი მეცნიერების კადრები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ. ამიტომ ეს იქნება ამერიკისა და საქართველოს საერთო პროგრამა. 

ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი ინიციატივით მოგვცა ამ პროგრამის შექმნის საშუალება. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, – აღნიშნა სტივენ ჯონსმა.

პროფესორი სტივენ ჯონსი 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news