This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გადაკვეთის წერტილი მეცნიერებით დაინტერესების ერთგვარ იმპულსად აქციოს ახალგაზრდებისთვის და ამ გზით ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ისევე როგორც – სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურებას ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს. საკონკურსო მასალების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 3 ნოემბრამდე გასტანს. გამარჯვებულები 10 ნოემბერს გამოვლინდებიან. კონკურსის შედეგად საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული 1500 ლარის, II ადგილზე - 1000 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული - 700 ლარის ოდენობით.

სამეცნიერო კომიქსების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=962

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 12 ოქტომბერს გაიმართება მასტერკლასი სამეცნიერო კომიქსის შექმნის თემაზე, რომელიც კონკურსანტებს ჟანრის სპეციფიკას გააცნობს. კონკურსის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები კი გამოიცემა სამეცნიერო კომიქსების კრებულის სახით.

„სამეცნიერო კომიქსების კონკურსი“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ახორციელებს. შედეგად, ქართული სამეცნიერო, სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცე გამდიდრდება სამეცნიერო თემატიკის კომიქსებით, რაც შემეცნებითი და სახალისო ფორმატის მეშვეობით ბავშვებისა და ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებასა და სამეცნიერო თემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა და მეცნიერების პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები ხორციელდება.

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news