This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ეკატერინე დგებუაძემ პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებთან „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ განხორციელების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ევროკავშირის რეგიონული მნიშვნელობის პროექტის „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ განხორციელების საკითხზე გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

UNOPS ევროკავშირის კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტის ეფექტურ განხორციელებაში. გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებმა მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ და მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და აქტიური ხელშეწყობისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ დიზაინის კონცეფცია, სკოლის წესდება და სკოლის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადების საკითხები. ამ ეტაპზე შემუშავებულია სკოლის დიზაინის კონცეფცია და დასრულებულია კომპანიის შესარჩევი ტენდერი, რომელიც იმუშავებს სკოლის დეტალური დიზაინის პროექტზე. დიზაინის საბოლოო პროექტის მომზადების შემდეგ შესაძლებელი იქნება საჯარო ტენდერის გამოცხადება სკოლის მშენებლობაზე. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სკოლის კურიკულუმზე, რომლის შემუშავებაც უკვე დასრულდა სამინისტროს მიერ  UNOPS-თან და ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში დაფუძნებული „სასწავლო აკადემიის“ (Learning Academy) მიზნები, რომელიც მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების მოწინავე მოდელი გახდება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით,  2018 წელს საქართველოში დაარსდა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი უნიკალური რეგიონული მნიშვნელობის მქონე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ და უპრეცედენტო აქტივობას. სკოლის დაფუძნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დოკუმენტში მოცემული 20 მიზნიდან ერთ-ერთია. ამასთან, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ახალ პოლიტიკურ დოკუმენტში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ“, ხაზგასმით არის აღიარებული  „საქართველოში ევროპული სკოლის წარმატება და სკოლის შემდგომი განვითარების საჭიროება“. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა,  საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურული გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული  ევროპული მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. სკოლის საპილოტე, პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news