This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ქართული ჟესტური ენის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება

ქართული ჟესტური ენისა და ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოში ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარების გზამკვლევი“ შეიქმნა.

გზამკვლევის ონლაინ პრეზენტაცია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ყრუ ადამიანების  განათლებისა და განვითარებისთვის: „მნიშვნელოვანია, რომ კანონში აისახა ის ვალდებულება, რომელიც დაიცავს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და მთელი ცხოვრების მანძილზე მხარდაჭერას. ასევე, ვისურვებდი, უნივერსიტეტებისა და ენის პალატის როლის გაძლიერებას ჟესტური ენის განვითარებაში, რადგან თუ ვზრუნავთ ხარისხიან განათლებაზე, მნიშვნელოვანია, ქართული ჟესტური ენის უწყვეტი განვითარება“.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევში წარმოდგენილია ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის, ჩამოყალიბების საერთაშორისო გამოცდილება. მიმოხილულია საქართველოს კონტექსტში ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებები და რესურსები. ასევე, მოცემულია რეკომენდაციები საქართველოში ამ პროფესიის წარმომადგენლების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევასა და საერთაშორისო და ადგილობრივ დოკუმენტს. ამასთანავე, საქართველოს კონტექსტის მიმოხილვისას გამოყენებული გარკვეული მონაცემები ეფუძნება საქართველოს ყრუთა კავშირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news