This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, სადაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

შეხვედრის დასაწყისში მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და  განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს უფლებამოსილება მიეცათ, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი მთლიანად არადისტანციურ ფორმატში წარმართონ. პროცესი ნებაყოფლობითია და სასწავლებლები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უპირველესი მიზანია მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. ამიტომ, თუკი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დასწრებული ფორმით წარმართავენ სასწავლო პროცესს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციები.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოუწოდა რექტორებს, მაქსიმალურად გააქტიურდნენ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი  პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუდიტორიებში სწავლის განახლება დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია, ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი და მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანი  ჩაერთოს.

მინისტრის მოწვევით შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა, რომელმაც რექტორთა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და მათ კითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა უნივერსიტეტების რექტორებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. 

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news