This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრი თბილისის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ ჩხენკელი პირადად დაინტერესდა, რამდენად უზრუნველყოფილია სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება ჯანდაცვის სფეროს რეგულაციებს.

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა საზოგადოებას მივულოცო, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, სკოლებში – საკლასო ოთახს, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. შესაბამისად, ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი, რათა ჩვენ შვილებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებსაც დღეს პირველი გაკვეთილი ჰქონდათ. ჩვენ პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ 4 ოქტომბერს დაწყებულიყო მათთვის სასწავლო პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სასკოლო გამოცდილება, პირველი გაკვეთილი, ჩატარებულიყო ბუნებრივ გარემოში, მასწავლებელთან, მეგობრებთან ერთად საკლასო ოთახში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს!“

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. სკოლები უზრუნველყოფილია პანდემიის მართვისათვის საჭირო ყველა რესურსით. სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლის შენობებში დეზინფექცია ჩატარდა.

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news